ბრალის წარდგენა

უკვე ერთ საათზე მეტია, სენაკსა და ფოთში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულებისთვის, ბრალის წარდგენა მიმდინარეობს. სამივე მათგანს გამოძიება ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობას ედავება.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, პროკურატურამ სასამართლოს უნდა მიმართოს. ბრალდების მხარე სავარაუდოდ, პატიმრობას მოითხოვს. ჯერჯერობით უცნობია დაცვის მხარის პოზიცია, ადვოკატი ბრალის წარდგენას ესწრება.

ბრალდებულები „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ და კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებთან. ასევე დადგინდა, რომ მათ რამდენიმე მოქალაქეს კრიმინალურ ავტორიტეტებთან შეთანხმებით, „ქურდული გარჩევა“ მოუწყეს და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 7-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.

სპეცოპერაციისას ფოთსა და სენაკში სულ 20-მდე ადამიანი აიყვანეს, თუმცა მათგან შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ სამი პირის დაკავებას ადასტურებს.