ბრალის წარდგენა

12:22, 21.04.2026

პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს, მათ შორის ერთს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ბრალდება წარუდგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანდნენ, მისი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი და ტერორისტული საქმიანობის დახმარების მიზნით, მზად იყვნენ ნებისმიერი დავალება შეესრულებინათ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვა მტკიცებულებებთან ერთად ამოღებულია ნივთები ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკით. დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი