ბრალის წარდგენა

„კრისტალ ჯგუფის“ ხელმძღვანელს, ვლადიმერ სტეფანიანს ბრალი წარედგინა. ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავა. გამოძიების მიხედვით, სტეფანიანმა ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე ააშენა ხუთი სასტუმრო-აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო, სათხილამურო ტრასა და ტობოგანი, რომლით სარგებლობის უფლებაც მხოლოდ კრისტალ ჯგუფის დამსვენებლებს ჰქონდათ. რა რაოდენობის უკანონო შემოსავალზეა საუბარი და როგორია დაცვის მხარის პოზიცია- თეონა მაჭარაშვილი ჩაგვერთვება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში.