ბრალის წარდგენა

12:05, 09.11.2025

„კრისტალ ჯგუფის“ ხელმძღვანელს, ვლადიმერ სტეფანიანს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ. ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავა. გამოძიების მიხედვით, სტეფანიანმა ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე ააშენა ხუთი სასტუმრო-აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო, სათხილამურო ტრასა და ტობოგანი, რომლით სარგებლობის უფლებაც მხოლოდ კრისტალ ჯგუფის დამსვენებლებს ჰქონდათ. შედეგად ამ ეტაპზე დადგინდა, რომ უკანონო შემოსავალმა მილიონ 800 ათას ლარს გადააჭარბა. დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, სტეფანიანი ამ დროისთვის ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

მსგავსი