თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენის პროცესი მიმდინარეობს.
შსს-მ 5 პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ბრალდებებით, გუშინ დააკავა.
ბრალის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში სასამართლომ დაკავებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს.