ბრალის წარდგენა
სახელმწიფოს კუთვნილი ოთხ მილიონ ლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულ პირებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინათ. ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს ამავე საქმეზე ბრალდებულ ბიჭიკო პაიკიძეს, რომელიც კომპანია „ბიპი ტრანსის“ 100-პროცენტიანი წილის მფლობელია. ბრალის გაცნობის პროცესს დაკავებულებისა და ამჟამად მიმალვაში მყოფი პაიკიძის უფლებადამცველები დაესწრნენ. საუბარია საქმეზე, რომელიც როგორც საგამოძიებო უწყებაში განაცხადეს, ეხება კომპანია „ბიპი ტრანსის“ მონაწილეობით წარმართული ერთ-ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას, რა დროსაც როგორც სუს-ში აცხადებენ, სახელმწიფოს თანხები კონკრეტული პირების თანამონაწილეობით იქნა უკანონოდ, თაღლითური გზით მითვისებული.
როგორია დაკავებულების უფლებადამცველების პოზიცია – თამარ წიკლაური გაგვაცნობს #მოამბე