ბრალის წარდგენა
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელსაც თბილისის მერიისგან სამშენებლო ნებართვის მიღება სურდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალი თანამდებობის პირებად გაეცნენ და მოქალაქე დაარწმუნეს, რომ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვის მიღებაში დაეხმარებოდნენ, რაშიც 70 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. მოთხოვნილი თანხის ნაწილის აღებისთანავე, საგამოძიებო უწყებამ ორივე ბრალდებული ადგილზე დააკავა. დაკავებულებს ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად, ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ორივე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.