სუს-ის წინასწარი დაკავების იზოლატორში, თაღლითობის ფაქტზე დაკავებულ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრს, ლაშა ცანავას ბრალს წარუდგენენ. ცანავა ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სუს-მა გუშინ დააკავა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, გამოვლინდა, რომ ცანავა უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს თავისი კავშირების მეშვეობით, საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც, მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მის მიერ მოთხოვნილი 5 600 აშშ დოლარიდან მოტყუებით დაეუფლა 2 650 ამერიკულ დოლარს. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის დაკავებას პარტიაში პოლიტიკურ დევნად აფასებენ და ამბობენ, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ თავდასხმები გრძელდება.
„ქართულ ოცნებაში“კი კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, კანონის წინაშე ყველა ერთნაირად აგებს პასუხს.