ბრალის წარდგენა

ამ წუთებში ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს სუს-ის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალს აცნობენ. ბრალის წარდგენის პროცედურას ესწრება მისი უფლებადამცველი. ადვოკატს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, შესაბამისად, უცნობია, როგორია დაკავებულის პოზიცია მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, უფლებადამცველს გადასცემენ საქმის მასალებსაც.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და მილიონობით ლარის შემოსავლების უკანონო ლეგალიზაციის ფაქტზე გუშინ ღამით დააკავეს.

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დაკავება პოლიტიკური შეფასებები თემაა, ოპოზიცია მომხდარს შიდა კლანურ დაპირისპირებას უკავშირებს და აცხადებს, რომ ფაქტს კორუფციასთან არანაირი კავშირი აქვს. მმართველ გუნდისთვის კი ყოფილი თანაგუნდელის დაკავება კიდევ ერთი დასტურია, რომ კანონდარღვევის შემთხვევაში, ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის თანამდებობის პირიც კანონის შესაბამისად დაისჯება.