ბრალის წარდგენა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას, თბილისის პროკურატურაში ბრალი წარუდგინეს. მას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლას ედავებიან. ნიკა გვარამია არ მისვლის ფაქტს, პარლამენტის არალეგიტიმურობით ხსნის. დღესვე ასევე ბრალი წარედგინა ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს.