ბრალის წარდგენა
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალდებულთან ამ წუთებში ადვოკატია შესული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მამაკაცი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით გუშინ დააკავა. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბელა ზაქაიძე საქმის დეტალებით.