დაკავებულია აქტივისტი ნიკო მანაგაძე. ის დიღმის მესამე იზოლატორში არის გადაყვანილი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. მისი ადვოკატის განცხადებით, დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, ის შსს-მ გამოკითხვაზე დაიბარა. აქტივისტმა სამმართველოში მისვლაზე უარი თქვა და მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მოითხოვა. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს აქტივისტის დაკავებას მისი უფლებადამცველი.