ბრალის წარდგენა

დაკავებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ბრალის წარდგენას ელოდება. სამმართველოსთან დაკავებული მსახიობის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. ანდრო ჭიჭინაძის მამის განცხადებით, როგორც უთხრეს, მისი შვილი სამართალდამცველების მიმართ ნივთის სროლის კადრებში ფიგურირებს, თუმცა თავად შვილის დაკავებას აქციის მონაწილეებზე ზეწოლას უკავშირებს. დღეს ასევე სამმართველოში იმყოფებოდა ადვოკატი ირაკლი ჟორჟოლიანი. მისი განცხადებით, ანდრო ჭიჭინაძის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებს არაფერი ამოუღიათ. ადვოკატი ასევე ამბობს, რომ დაკავებულისთვის ბრალის წარდგენამდე მას საქმეზე წვდომა არ აქვს.