ბრალის წარდგენა

კახეთში, პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის დაკავებული ქალი თელავის საავადმყოფოში რჩება. ის მკურნალობას კარდიოლოგიურ განყოფილებაში აგრძელებს.

ექიმების განცხადებით, დაკავებულს ინფარქტი განუვითარდა, რაც მისი სტაციონარში მოთავსების საფუძველი გახდა. მისთვის ბრალის წარდგენა დღეს ოფიციალურად უნდა მომხდარიყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ინციდენტში მონაწილე ქალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.