ბრალის წარდგენა

უკრაინის ექვს და საქართველოს ერთ მოქალაქეს ბრალი უკვე წარუდგინეს.

ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.

პარალელურად გამოძიება ადგენს, რა მიზნით ჩამოვიდნენ და აქვთ თუ არა დაკავებულ პირებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან რაიმე კავშირი, რისი ეჭვიც მმართველი გუნდის წევრებმა უკვე გამოთქვეს.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ბრალდებულები ბატალიონ „დონბასის“ მებრძოლები არიან, მათ ქვეყნის საზღვარი 27 ნოემბერს გადმოკვეთეს.

დაკავებულებს შორისაა ლუკა ჩხეტია, რომლის საქართველოში დაბრუნების შესახებ ოჯახი ინფორმირებული არ ყოფილა.

შვიდი პირის საქმე უკვე გახდა პოლიტიკური შეფასებების საგანი, მათ შორის უკრაინაშიც.