ბრალის წარდგენა

თურქი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე, ბათუმის საქალაქო სასამართლო, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში იმსჯელებს. ბიზნესმენს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს, საუბარია 7 გრამზე მეტ კოკაინზე – ამის შესახებ ოზთურქის ადვოკატებმა განაცხადეს. დაცვის მხარე ბრალდებას კატეგორიულად არ ეთანხმება. ბრალი 8-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიება გრძელდება და არაა გამორიცხული მას ბრალდება სხვა მუხლებითაც წარედგინოს.