ბრალის წარდგენა

პროკურატურამ სოფელ კაბალში მომხდარი აფეთქებების ფაქტებზე სამ პირს ბრალი წარუდგინა. მათ ჯგუფურად ჩადენილ აფეთქებებს და ასაფეთქებელი მოწყობილობების ჯგუფურად შეძენას, შენახვასა და ტარებას ედავებიან. გამოძიებით დგინდება, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, წარსულში არსებული ფინანსური დავის გამო, მატერიალური სარგებლის მიღებისა და დაშინების მიზნით, სოფელ კაბალში მცხოვრები ორი პირის სახლების ეზოებში აფეთქების მოწყობა გადაწყვიტა, განზრახვა კი სისრულეში თანამზრახველების დახმარებით მოიყვანა. ისინი ამჟამად დაკავებულები არიან. რაც შეეხება მთავარ ფიგურანტს, მან საქართველოს ტერიტორია, გამოძიების ცნობით, 18 სექტემბერს დატოვა, ბრალი კი დაუსწრებლად წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გურჯაანის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.