ბრალის წარდგენა

იაღლუჯის საწვრთნელ ბაზაზე სამხედროების მიმართ ღირსებისშემლახველი მოპყრობის საქმეზე, შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დაკავებულ თანამშრომლებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებულებს, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან. დაკავებულები – დიმიტრი დევდარიანი და გიორგი ბიჩინაშვილი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებენ, თუმცა, ადვოკატების ინფორმაციით, ორივე მათგანი გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.

მოამბე