ბრალის წარდგენა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ მამაკაცს,  რომელიც ახალგაზრდა ქალის დაწვას ცდილობდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რადგან საქმე ეხება მძიმე დანაშაულს და არსებობდა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საშიშროება. დაცვის მხარე სასმართლოს 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენება მოითხოვდა, რაც მოსამართლემ არ გაიზიარა. საქმეზე წინასასამართლო პროცესი 20 აგვისტოს ჩაინიშნა. შემთხვევა 29 ივნისს მოხდა, 24 წლის მამაკაცმა, ყოფილ შეყვარებულს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. ,23 წლის გოგონა ამ დროისთვის მკურნალობას დამწვრობის ცენტრში განაგრძობს, მას სხეულის 37 % აქვს დამწვარი.

აღნიშნული დანაშაული 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.