ბრალის წარდგენა

ლევან ჯიბღაშვილს ბრალი ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისთვის წარედგინა.

როგორც საქართველოს პირველ არხს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, დაკავებულს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული. ლევან ჯიბღაშვილის დაკავების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის დაკავებული იყო 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

საკითხზე მცხეთის იზოლატორის დატოვების შემდეგ, მსახიობის ადვოკატს კომენტარი არ გაუკეთებია. ჟურნალისტებს მან მხოლოდ საბრალდებო მუხლი გააცნო და მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე არ ისაუბრა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.