ბრალის წაბრალის წარდგენარდგენა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე კიდევ 13 პირი დააკავა. მათ ამ წუთებში ბრალს წარუდგენენ.. მიმალვაში მყოფი კიდევ ორი პირის დასაკავებლად კი – შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს. დაკავებულთა უმეტესობა, ზაჰესის და დიღმის სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორებში არიან მოთავსებულები. მათ მოსანახულებლად ადვოკატები იმყოფებოდნენ. ამასთან „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, დაკავებულთა შორის 4ი, მათი პარტიის წევრია. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია ნათქვამი, შეთითხნილი ბრალდებით უდანაშაულო პატრიოტების რეპრესიები გრძელდება, რისი მიზანიც მათი დაშინებაა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.