დღეს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებს – პაატა ბურჭულაძესა და მურთაზ ზოდელავას ბრალი დაუზუსტდათ. ზოდელავას ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში დამატებულია ორი პირი, რომელთაც საერთო არ აქვთ საქმესთან. ასევე, ადვოკატის განმარტებით, ზოდელავას საქმეს სააგიტაციო მასალის დარიგებაც დაემატა.