ბრალის დაზუსტება

პაატა ბურჭულაძეს და მურთაზ ზოდელავას ბრალი დაუზუსტდა. პროკურატურის ოფიციალური განცხადების მიხედვით, დაზუსტდა მხოლოდ ფორმულირება დანაშაულის ქმედების აღწერის ნაწილში და კვალიფიკაცია არ იცვლება. საუბარია 63 პირზე, რომელთაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს სტრატეგიული ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე ედავებიან. საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულები ადვოკატებმა მოინახულეს.