ბრალდებულების დაკავება

„ქუჩის ბიჭების“ სოლისტზე მომხდარი თავდასხმის გამო ორი გოგონაა დაკავებული. მათ შორის ერთ-ერთს, 29 წლის თ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელ განცხადებაში დანაშაულის მოტივზე არაფერია ნათქვამი. შემთხვევის ადგილიდან სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები ამოღებულია. როგორც თვითმხილველები ყვებიან, გოგონებმა ირაკლი ნოზაძეს საცხოვრებელ კორპუსთან მიაკითხეს და ჩასვლა სთხოვეს, რის შემდეგაც მომღერალი მათ მანქანაში დაჯდა, რამდენიმე წუთში კი ავტომობილიდან უკვე ცივი იარაღით დაჭრილი გადმოვიდა. მძიმე დაზიანებებით ნოზაძე ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

თემაზე მარიამ ქურდიანი მუშაობდა.