ბრალდების ოთხი ეპიზოდი – გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს
გრიგოლ ლილუაშვილი ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს ბრალი წაუყენეს. ექს-მაღალჩინოსანი დღეს დილით საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე შევიდა. როგორც ირკვევა, ეს იყო ჩვენების მისაცემად მისი პირველი დაბარება მას შემდეგ, რაც ორი თვის წინ ლილუაშვილის სახლის ჩხრეკაზე და მისი გარემოცვის წევრების დაკავებაზე ინფორმაცია გავრცელდა.
ექს-მაღალი თანამდებობის პირი პროკურატურაში დააკავეს.