ბრალდებები „პროგრესბანკის“ წინააღმდეგ

ხელისუფლების გარდა მამუკა ხაზარაძის ბრალდებების მთავარი სამიზნე ეროვნული ბანკი ხდება.

„თიბისის“ დამფუძნებელი ცენტრალურ ბანკს კიდევ ერთხელ მოუწოდებს იმ დოკუმენტაციის გასაჯაროებისკენ, სადაც მისივე მტკიცებით, „პროგრესბანკში“ არსებულ საეჭვო ტრანზაქციებზეა საუბარი. იმის მიუხედავად, რომ ეროვნულმა ბანკმა მსგავსი დოკუმენტების არსებობა კატეგორიულად უარყო, პოლიტიკაში წასულმა ბიზნესმენმა მედია ცენტრალური ბანკისკენ დღეს კიდევ ერთხელ გადაამისამართა. საუბარია კახა კალაძის მფლობელობაში არსებულ კერძო ბანკზე, რომლის აქტივების 95 % „თიბისიმ“ სამი წლის წინ შეიძინა, ამის შემდეგ ბანკმა საქმიანობა შეწყვიტა. თუმცა პროგრეს-ბანკთან დაკავშირებით „თიბისის“ დამფუძნებლის ბრალდება ამავე ბანკის გენერალური დირექტორის პოზიციას არ ემთხვევა.