ბრალდებები დავით გარეჯის საკითხზე – „ქართული ოცნების“ პასუხი 

21:22, 07.09.2026

ყოფილი პრემიერი მის მიერ ბოლო წერილში დასმულ კითხვებზე დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება.

ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ ციხიდან კიდევ ერთი წერილი გაავრცელა. მთავრობის ყოფილი მეთაური ხელისუფლებას ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში ადანაშაულებს და იმ ადამიანების დაკითხვას ითხოვს, რომლებსაც მისი ინფორმაციით, უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე თავადაც აქვთ შეკითხვები. თავის მხრივ მმართველი გუნდის ლიდერები გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუს ეხმაურებიან. ლაზარე ჯორბენაძე, რომელმაც, ოფიციალური ვერსიით, სიცოცხლე აპრილში თვითმკვლელობით დაასრულა, მითითებულ ინტერვიუში საუბრობს საიდუმლო დოკუმენტზე, რომელიც მისი მტკიცებით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილის, სტრატეგიული სიმაღლეების აზერბაიჯანისთვის გადაცემას ეხება. სწორედ ჯორბენაძის კრიტიკული შინაარსის გამოსვლები და ინტერვიუები ახსენა ირაკლი ღარიბაშვილმა წინა წერილში, სადაც უფლებადამცველის გარდაცვალების და ბოლო პერიოდის სხვა გახმაურებული საქმეების გამო ეჭვები გამოთქვა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე მიუთითა.

ღარიბაშვილის ამ გზავნილების პასუხად გამოძიება დაიწყო, იკითხებიან ის ოპოზიონერი აქტორები, რომლებმაც ექს-პრემიერის წერილის შემდეგ თავადაც დასვეს კითხვები და ძიების დაწყება მოითხოვეს.

მსგავსი