ბრალდებები და დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში

21:12, 19.08.2026

ერთ დროს ერთი გუნდის წევრები ერთმანეთს მძიმე ბრალდებებს უყენებენ.

მწვავე შიდა დაპირისპირების ფონზე ოპოზიციური ალიანსის მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება. პოლიტიკური კორუფცია, ხელისუფლებასთან გარიგება, ფულის სანაცვლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტების მცდელობა და ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა – მიხეილ სააკაშვილის ბრალდებების მთავარი სამიზნე კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერები არიან, რომლებსაც ხელისუფლებისგან ძმები გილაურების ხელით სოლიდური თანხების მიღებაში ადანაშაულებს, გვარამია-მელიას პარტიას კი დაშლილად აცხადებს. როგორც ჩანს, მანამდე ფრთხილი შეფასებების შემდეგ, ამჯერად დუმილს აღარ აპირებს ნიკა გვარამია, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს წითელი ხაზის გადაკვეთაზე მიუთითებს და წერტილს სვამს. ნიშნავს თუ არა წერტილის დასმა მარტში შექმნილი ოპოზიციური ალიანსიდან გასვლას, ჯერ უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ერთმანეთთან საჯაროდ და მწვავედ დაპირისპირებული პოლიტიკური აქტორებისგან შემდგარ ოპოზიციურ ერთობას თავად მისი წევრებიც ფორმალურ გაერთიანებად მოიხსენიებენ.

მსგავსი