„საბოტაჟის მცდელობისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების“ მუხლებით დაწყებულ გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. ცოტა ხნის წინ საგამოძიებო უწყებაში ბიძინა გიორგობიანი და ნანა კაკაბაძე შევიდნენ. უკვე გამოკითხულები არიან ლევან ნიკოლეიშვილი და ვატო შაქარიშვილი. გამოძიება „ნეიტრალური საქართველოს“ განცხადების საფუძველზე დაიწყო. გამოკითხულების თქმით, მათ ხელთ აქვთ მტკიცებულებები ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო წარმომადგენელთა საჯარო განცხადებები, ასევე მათ მიერ არასაჯარო წყაროებიდან მოპოვებული განცხადებები, რომლებიც აღნიშნულ ბრალდებებს ამყარებს. გამოძიება ამ ეტაპზე ორი მუხლით არის დაწყებული.