ბრალდება ქართულ სახელმწიფოს

მძიმე ბრალდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მისამართით.

უკრაინაში, ქალაქ ლისიჩანსკის აღების შემდეგ, სავარაუდოდ რუსი სამხედროების მიერ გავრცელებული კადრები, სადაც ასევე სავარაუდოდ ქართველი სამხედროს პირადი საქმე ჩანს, ბურჭულაძის უწყების მიმართ მძიმე ბრალდების საფუძველი ხდება. სანამ დოკუმენტის ავთენტურობა გაირკვევა, ოპოზიციის ნაწილი თავდაცვის სამინისტროს ქართველი სამხედროების პირადი ინფორმაციის რუსული მხარისთვის გადაცემაში პირდაპირ ადანაშაულებს.

ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და ქართული სახელმწიფოსთვის დესტრუქციის მცდელობად აფასებს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი. მომხდარზე მოკვლევა უკვე დაწყებულია.

არის თუ არა პირადი საქმე ავთენტური – ამ კითხვას პასუხი ახლა სამხედრო პოლიციის გამოძიებამ უნდა გასცეს.