ბრალდება მტკიცებულებების გარეშე

​სერვისების განვითარების სააგენტოზე გავრცელებული ინფორმაცია მმართველ გუნდსა და მესამე სექტორს შორის მორიგი უთანხმოების მიზეზი ხდება.

იუსტიციის მინისტრს ეკა გიგაურის, მიხეილ ბენიძის და ირმა პავლიაშვილის განცხადებებში ეჭვი ეპარება და არ გამორიცხავს, რომ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელების ერთობლივი მიმართვის მიღმა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები დგას.

გამოძიების დაწყებიდან მესამე დღეს ისევ არ არსებობს პასუხი კითხვაზე, ვინ არის ადამიანი, რომელსაც უფლებადამცველები წყაროდ ასახელებენ და მასზე დაყრდნობით ამბობენ, რომ სერვისების განვითარების სააგენტოში არჩევნების მეორე ტურისთვის ყალბი პირადობის მოწმობები იბეჭდებოდა.

პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება.