ბრალდება გიორგი ქემოკლიძის წინააღმდეგ 

21:30, 10.10.2025

თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და გიორგი ბაჩიაშვილისთვის ცემის იმიტაციაში დახმარების ბრალდებით დაკავებული გიორგი ქემოკლიძის საქმეზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. ცოტა ხანში გახდება ცნობილი, შეეფარდება თუ არა პენიტენციური სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს წინასწარი პატიმრობა. საქმე ეხება 11 ივლისს გიორგი ბაჩიაშვილსა და ერთ-ერთ პატიმარს შორის  საკანში  მომხდარ ძალადობრივ ინციდენტს, რის შემდეგაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოშიც მოხვდა. სუს-ში მიმდინარე გამოძიების თანახმად, ბაჩიაშვილმა ცემის ინსცენირება მოაწყო, რაშიც მას სწორედ გიორგი ქემოკლიძე დაეხმარა. გამოძიების ინფორმაციით, ქემოკლიძემ ორჯერ წაშალა საკანში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერების მიერ გადაღებული ვიდეომასალაც. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს. გამოკითხვაზე დაიბარეს ბაჩიაშვილის უფლებადამცველიც. გამოძიება ინტერესდება, ჰქონდა თუ არა დავით ჯანდიერს ინფორმაცია ქემოკლიძისა და  ბაჩიაშვილის შეთანხმების თაობაზე.

მსგავსი