ბრაკონიერობის ფაქტი
ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტში სამართალდარღვევა გამოვლინდა.
შემთხვევა სოფლებში, თორსა და დღვაბაში მოხდა, სადაც ელექტრო იარაღის გამოყენებით, მიმდინარეობდა თევზჭერა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დანაშაულის გამოვლენის შემდეგ, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში უკვე გააგზავნეს.