ბოტანიკური ბაღი ყვავილების გამოფენას მასპინძლობს

ბოტანიკური ბაღი ყვავილების გამოფენას მასპინძლობს. გამოფენა, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, სანერგეებს, საქართველოს ბოტანიკურ ბაღებს და ლანდშაფტის დიზაინის კომპანიებს აერთიანებს. წარმოდგენილ ექსპოზიციაზე დამთვალიერებელს საშუალება აქვს, მცენარეები შეიძინოს და მებაღეებისგან მათი მოვლისთვის საჭირო რჩევებიც მიიღოს.

გამოფენაზე, ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 100-ზე მეტი და გეორგინების 50-მდე ჯიშია წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში იმართება მასტერკლასებიც. პროექტის მიზანია, საქართველოში არსებულ ბოტანიკურ ბაღებს, პარკებს, სანერგეებსა და ყვავილების სალონებს შორის თანამშრომლობა გაღრმავდეს, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საბაღე კულტურის განვითარებას.

 

დატოვე კომენტარი