„ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“

2008 წლის აგვისტოს ომისა და ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების ტრაგიკული ამბავი ბესო სოლომანაშვილის ახალი ფილმის მთავარი იდეაა.

„ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“, – ეს არის ისტორია ადამიანზე, რომლისთვისაც მის მიერ გაკეთებული პატარა ბოსტანი სამშობლოს ზოგად განსახიერებად იქცა.

რუსული ოკუპაციის შესახებ გადაღებული კიდევ ერთი ფილმი ეროვნული კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

ბესო სოლომანაშვილის სრულმეტრაჟიანი ფილმი ეკრანებზე წლის ბოლოს გამოვა.