ბოშათა უფლებები საქართველოში

21:47, 07.11.2017

ბოშები ბევრისთვის ბანაკებად ცხოვრებასთან და მუდმივად გადაადგილებასთან ასოცირდებიან, თუმცა საქართველოში არიან ბოშები, რომლებიც არსად წასვლას არ აპირებენ. მათ ადგილობრივ თემებთან თანაცხოვრება სურთ. რასაკვირველია, ეს ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული – ბავშვები სკოლაში არ დადიან,  ვერ იღებენ ელემენტარულ განათლებას, ხშირად არ იციან ქართული ენა და წერა-კითხვა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საქმე გვაქვს ბავშვებთან, რომელთა სამშობლო საქართველოა.

სოფო ზედელაშვილი შემოგვთავაზებს რამდენიმე ეპიზოდს კახეთში დასახლებული ბოშების ცხოვრებიდან.

მსგავსი