ბორჯომში შშმ ბავშვებისთვის დღის ცენტრი გაიხსნა

დღის ახალი ცენტრი გაიხსნა ბორჯომში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის.

დაწესებულება 6-დან 18-წლამდე 30 ბავშვს სხვადასხვა სახის მომსახურებას შესთავაზებს, როგორებიცაა არაფორმალური განათლება, თერაპიული აქტივობები და სოციალური უნარების განვითარება.

შენობის სრული რეაბილიტაცია გაერო-ს ბავშვთა ფონდმა განახორციელა. ცენტრი აღიჭურვა აუცილებელი ინვენტარით, პერსონალი გადამზადდა. დღის ცენტრი ბულგარეთის განვითარების ორგანიზაციამ დააფინანსა.