ბორჯომში საკემპინგე ადგილი მოეწყობა

ბორჯომში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, თანამედროვე სახის საკემპინგე ადგილი მოეწყობა, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, როგორიცაა საპიკნიკე მაგიდა, ცეცხლის დასანთები ადგილი, საშხაპე. საკარვე ადგილი აღიჭურვება ჰელიო სისტემით.

პროექტი ასევე ითვალისწინებს გარემოსდაცვით საგანმანათლებლო აქტივობებს და სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ბილიკის მოწყობას.

პროექტს  სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი „ნაკრესი“ ახორციელებს.