ბორჯომში მერობისთვის ერთმანეთს "პატრიოტთა ალიანსისა" და "ქართული ოცნების" კანდიდატები დაუპირისპირდებიან - რა მოლოდინები აქვთ კანდიდატებს 

ოზურგეთისგან განსხვავებით, ბოლო სამზადისი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს ბორჯომში. მერობისთვის ხვალ ერთმანეთს “პატრიოტთა ალიანსისა” და “ქართული ოცნების” კანდიდატები დაუპირისპირდებიან.

გიორგი მანჯავიძე იმყოფება ახლა ბორჯომში –  არჩევნების პირველ ტურში კანდიდატების მიერ მიღებულ ხმებს შორის, ძალიან მცირედი სხვაობა იყო –  რა მოლოდინები აქვთ კანდიდატებს ამჯერად?