ბორჯომში მართლმსაჯულების მე-4 ტალღას განიხილავენ

უკვე მეორე დღეა, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, მმართველი გუნდი ბორჯომში დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას მართავს.

შეხვედრაზე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღაზე მსჯელობენ.

კონკრეტული კანონპროექტები საგაზაფხულო სესიისთვის უკვე შემუშავებული იქნება.