ბორჯომში ბინა რვა დევნილ ოჯახს გადაეცა

ბორჯომში მცხოვრებ 8 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა.  ახალმოსახლეობა მათ განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ  და ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ მიულოცეს.

დევნილი ოჯახები წლების განმავლობაში ბორჯომში, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად,  ნგრევად ობიექტში ცხოვრობდნენ. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ყოფილი სანატორიუმის შენობის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და იქ მცხოვრებ 55 ოჯახს ბინები გადასცა.

დარჩენილ 8 ოჯახზე კი დამატებითი მოკვლევის სამუშაოები მიმდინარეობდა, რის შემდეგაც მათ საცხოვრებელი ფართები ბორჯომში, ვაშლოვანის ქუჩაზე სამინისტროს მიერ რეაბილიტირებულ შენობაში მიიღეს.

 

დატოვე კომენტარი