ბორჯომს განახლებული კულტურის ცენტრი და თოჯინების თეატრი ექნება

მალე ბორჯომს განახლებული კულტურის ცენტრი და თოჯინების თეატრი ექნება. ამ ეტაპზე გაკეთდა შენობის ფასადები, მთლიანად გამოიცვალა სახურავი, შესრულდება შიდა სარემონტო სამუშაოები. მოეწყო სარეპეტიციო დარბაზი და საგრიმიორო.

სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა. კულტურის ცენტრი შეითავსებს თეატრისა და საკონცერტო დარბაზის ფუნქციებსაც.

ცენტრი ბორჯომის და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება.