ბორჯომის უნიკალური წყლები

21:26, 03.05.2026

საქართველოს მრავალფეროვანი სამკურნალო წყლები ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნებრივი რესურსების განუყოფელი ნაწილია. ჩვენს ქვეყანაში 730-ზე მეტი სახეობის მინერალური წყალი მოიპოვება, რომლებიც ბალნეოლოგიური მიზნითა და სამრეწველო ჩამოსხმისთვის გამოიყენება. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბორჯომის წყალი სამკურნალო თვისებებისაა და პირველი ცნობები მისი უნიკალური მახასიათებლების შესახებ 1500 წელზე მეტს ითვლის. კავკასიონის მთებში სხვადასხვა მინერალებით გაჯერებული წყალი 8-10 კილომეტრის სიღრმიდან, ბუნებრივი გზით ამოდის. ბორჯომის ხეობა – მინერალური წყლების საბადო.

ნატა ტაბიძისა და გიორგი ბაზერაშვილის რეპორტაჟი გამორჩეული კურორტის საინტერესო ისტორიების შესახებ #მოამბერეგიონები

მსგავსი