„ბორჯომის“ ქარხანაში დასაქმებულთა პროტესტი

სანქციების გამო მღელვარებაა კომპანია „ბორჯომის“ მომავლის გარშემო.

ორი ქარხნის დროებით დახურვის და წარმოების შეჩერების შემდეგ თანამშრომლებმა აქციები დაიწყეს. მათი პროტესტი იმ ახალ კონტრაქტებს უკავშირდება, რომლებსაც მენეჯმენტი სთავაზობს. შეთავაზების მიღმა ქარხნებში დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუარესების საფრთხეს ხედავენ. „ბორჯომის“ ჩამოსხმა ერთი კვირის წინ ფინანსურ ანგარიშებზე წვდომის შეფერხების გამო შეჩერდა. კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტის მქონე „ალფა ჯგუფის“ დამფუძნებელი სანქცირებულთა სიაშია. განაახლებს თუ არა ცნობილი ბრენდი „ბორჯომის“ ჩამოსხმას და როგორ ესახება ხელისუფლებას იურიდიული დილემის გადაწყვეტა – იწყება მედიაცია, პროფკავშირების ჯანდაცვის სამინისტროს ჩართვას ითხოვენ.