„ბორჯომის“ ახალი ქარხნის გახსნა

„ბორჯომის“ ჩამომსხმელი ახალი ქარხანა გაიხსნა. საწარმო ქვეყნის მასშტაბით დარგში ყველაზე მასშტაბურია. დამონტაჟდა ოთხი ახალი, ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ხაზი და წყლის ჩამოსხმის ინფრასტრუქტურა. აღინიშნა, რომ წლიურად შესაძლებელია 750 მილიონი ბოთლის წარმოება, ხოლო 2030 წლისთვის მილიარდ ბოთლამდე გაიზრდება ეს მაჩვენებელი.

პროექტის ჯამური ინვესტიცია 120 მილიონი დოლარია. გახსნას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც დაესწრო.