ბორჯომ-ქალაქობა 2018

დღეს ბორჯომში ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს – “ბორჯომობა 2018″-ს ზეიმობენ. წელს ეს თარიღი ქალაქის სტატუსის მინიჭების 100 წლისთავს ეძღვნება. სადღესასწაულო პროგრამა მერაბ კოსტავას ბაღში სპორტული შეჯიბრებებით გაიხსნა. მთელი დღე მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებებით იყო დატვირთული.დასახელდა საპატიო მოქალაქეებიც. მარიკა მურმანიშვილს, ვახტანგ კაპანაძეს და ომარ ჩხეიძეს – მინიატურული მოოქროვილი ვეფხისტყაოსანი და ფულადი ჯილდო გადასცეს.  სადღესასწაულო ღონისძიებებს გალა კონცერტი და გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.