"ბორჯღალოსნებმა" კანადას 32-ქულიანი სხვაობით მოუგეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გამარჯვება კანადასთან. “ბორჯღალოსნებმა” კანადას 32-ქულიანი სხვაობით სძლიეს. შეხვედრა ქართველი მორაგბეების უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 54:22 დასრულდა.

შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სოსო მათიაშვილი იყო. მის ანგარიშზე 34 ქულაა. მათიაშვილი ორი ლელოს ავტორი გახდა. ქართველმა მორაგბემ ასევე 6 გარდასახვა და 4 საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა.

ასეთი სხვაობით საქართველომ კანადას პირველად მოუგო. მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას მილტონ ჰეიგის გუნდი 18 ნოემბერს, კარდიფში უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.