„ბორჯღალოსნები“ „საუზერნ კინგსთან“ ტესტ მატჩს გამართავენ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, დღეს, 27 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ტესტ მატჩს სამხრეთ აფრიკულ გუნდ „საუზერნ კინგსთან“ გამართავს.

31 აგვისტოს კი, „ბორჯღალოსნები“, „დინამო არენაზე“, შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს შეხვდებიან. ეს ბოლო ორი მატჩი იქნება თბილისში, რომელსაც მილტონ ჰეიგის გუნდი იაპონიაში გამგზავრებამდე ჩაატარებს. მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე, ქართველი მორაგბეები კიდევ ერთ პრინციპულ ტესტ მატჩს 6 სექტემბერს, შოტლანდიასთან სტუმრად გამართავენ.

საქართველოსა და „საუზერნ კინგსის“ სარაგბო მატჩი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 19:15 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.