ბორის ჯონსონის განცხადება

მომდევნო კვირაში ბრიტანეთის პრემიერი პარტნიორებს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ექვსპუნქტიან სამოქმედო გეგმას შესთავაზებს. ინფორმაციას „სიენენი” ავრცელებს. მედია წერს, რომ ბორის ჯონსონი საკუთარი გეგმის წარდგენას კანადის, ნიდერლანდებისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრაზე გეგმავს. ბორის ჯონსონი აპირებს, მოუწოდოს საკუთარ პარტნიორებს, მოახდინონ უკრაინისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება, ასევე მხარი დაუჭირონ უკრაინას თავდაცვის უზრუნველყოფაში და მაქსიმალურად გააძლიერონ ეკონომიკური ზეწოლა პუტინის რუსეთზე. ამასთან, ბრიტანეთის პრემიერი საკუთარი გეგმით პარტნიორებს მოუწოდებს, სიტუაციის დეესკალაციისთვის მოიძიონ დიპლომატიური გზები, მაგრამ მხოლოდ უკრაინის ლეგიტიმური მთავრობის სრული ჩართულობით და დაიწყონ სწრაფი კამპანია უსაფრთხოებისა და მდგრადობის გასაძლიერებლად ევროატლანტიკურ სივრცეში.

დატოვე კომენტარი