გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში ბორის გუგეშაშვილის საიუბილეო, 90 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
შეკრებილებმა ქართველი პოეტი და მუსიკოსი გაიხსენეს. ბორის გუგეშაშვილმა მისი პირველი ლექსები 60-იან წლებში გამოაქვეყნა, თუმცა საბჭოთა ცენზურასთან შეურიგებლობის გამო თანდათან გამომცემლობებთან თანამშრომლობა შეწყვიტა და სცენიდან საჯარო კითხვის ფორმატი არჩია. მის საჯარო გამოსვლებს ხშირად სდევდა ხმაური და ოფიციალური წრეების უკმაყოფილება. ის არის რამდენიმე მუსიკალური ფესტივალის ლაურეატი და არაერთი ცნობილი სიმღერის ავტორი შემსრულებელი.